ფეხბურთი

19:42 | 30.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

მიულერი: “სხვა მესის ვიხილავთ”

მიუნხენის “ბაიერნის” ერთ-ერთი ლიდერი ტომას მიულერი “ბარსელონასთან” გასამართ მატჩზხე საუბრობს. გერმანელი შემტევი ნახევარმცველი ორიგინალურობას არ იჩენს და აცხადებს, რომ მისი გუნდისთვის მთავარი საფრთხე ლიონელ მესი იქნება.

“კამპ ნოუზე”, სრულიად განსხვავებული თამაში იქნება. კატალონიელები საკუთარ კედლებში სხვაგვარად თამაშობენ. პირველ მატჩთან შედარებით, ისინი უფრო მეტს შეგვიტევენ. გარდა ამისა, სავარაუდოდ, სხვა მესის ვიხილავთ.

ყველასთვის ცნობილია, რომ ლიონელი “ბარსელონას” საკვანძო ფეხბურთელია. როდესაც ყოველ სეზონში 50 გოლი გაგაქვს, გუნდის თამაში შენზეა დამოკიდებული.

არ ვიცი, შესაძლოა, “ალიანც არენაზე”, მესი საუკეთესო ფორმაში არ იყო, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში, შეცვლაზე შესვლის შემდეგ, მან გოლი გაიტანა. ვფიქრობ, ის არაერთ პრობლემას შეგვიქმნის.” – ციტირებს მიულერის სიტყვებს Goal-ი.

0.130169