მიუნხენის “ბაიერნის” შემტევი ნახევარმცველი ტომას მიულერი მიიჩნევს, რომ მიუხედავად 1/8-ფინალის პირველი მატჩის ხელსაყრელი ანგარიშით მოგებისა, გერმანელები შემდეგ ეტაპზე გასულები ჯერ არ არიან.
ლონდონში, “არსენალსა” და “ბაიერნს” შორის გამართული დაპირისპირება სტუმრებმა 3:1 მოიგეს, რაც განმეორებითი თამაშის წინ, მიუნხენელებს დიდ უპირატესობას აძლევს.
“ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ ისეთ ტურნირში, როგორც ჩემპიონთა ლიგაა, განმეორებითი მატჩის წინ, შემდეგ ეტაპზე გასვლაზე საუბარი ყოველთვის ნაჩქარევია. ამიტომ, ზედმეტია იმის თქმა, რომ ცალი ფეხით 1/4-ფინალში ვართ.
შესანიშნავად ვითამაშეთ და კარგ შედეგს მივაღწიეთ. “ალიანც არენაზე” გასამართ მატჩში უფრო გაგვიადვილდება. თუმცა, კიდევ 90 წუთი გვაქვს სათამაშო.” – ციტირებს მიულერის სიტყვებს Goal-ი.