ევროლიგის ოქტომბრის უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) მადრიდის “რეალის” ფორვარდი ნიკოლა მიროტიჩი აღიარეს. ესპანურმა გრანდმა გასული თვის 3-ვე მატჩი მოიგო და თანაც საშუალოდ 26.3-ქულიანი სხვაობით.
აღნიშნულ შეხვედრებში მიროტიჩის საშუალო მონაგარი 16.3 ქულა (ორქულიანების 71.4%, სამქულიანების 85.7%, საჯარიმოების 91.7%), 6.3 მოხსნა, 1.7 ჩაჭრა და 1.0 დაფარება გახლდათ.
“რეალის” ერთ-ერთი ლიდერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 25.7 იყო, წუთობრივი რეიტინგი კი – 48.14, რაც თითქმის 30%-ით მეტია ლეგენდარული არვიდას საბონისის მიერ 2003-04 წლების სეზონში ნაჩვენებ შედეგზე – 37.21.