კალათბურთი

17:21 | 14.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

მიროტიჩი “ჩიკაგოში” 17 მილიონს მიიღებს

ჩერნოგორიული ფესვების მქონე ესპანელი ფორვარდი ნიკოლა მიროტიჩი “ჩიკაგო ბულსთან” სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რა დროშიც 17 მილიონ დოლარს მიიღებს. აღნიშნულის შესახებ ცნობას Yahoo! Sports ავრცელებს.

2011 წლის დრატფზე მიროტიჩი “ჰიუსტონ როკეტსმა” 23-ე ნომრად აირჩია, მერე კი მასზე უფლებები ჩიკაგოელებს გადაეცათ. რადგანაც აღნიშნული დრაფტის შემდეგ 3 წელი გავიდა, კალათბურთელი აღარ იყო ვალდებული, ახალბედას კონტრაქტი დაედო.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მიროტიჩი მადრიდის “რეალის” ღირსებას იცავდა და ევროლიგაში საშუალოდ 12.4 ქულას და 4.6 მოხსნას აგროვებდა.

ამას გარდა, 23 წლის ფორვარდი ესპანეთის ჩემპიონატის 2013-14 წლების სეზონის სიმბოლურ ხუთეულში დაასახელეს.

 

0.12681