ფეხბურთი

14:07 | 3.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

მირანდა “ატლეტიკოში” რჩება

 

მადრიდის “ატლეტიკოს” მცველი მირანდა მიმდინარე სატრანსფერო სეზონში კლუბს არ შეიცვლის. ამის შესახებ მადრიდული გამოცემა “მარკა” იუწყება.

29 წლის უკანახაზელს “ატლეტიკოს” დატოვება სურდა, მაგრამ გუნდის თავკაცმა დიეგო სიმეონემ ფეხბურთელი დარჩენაში დაარწმუნა. არგენტინელი სპეციალისტი მირანდას გუნდის მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნევს და მისი შენარჩუნება სურს.

აღსანიშნავია, რომ მირანდას ხილვა ლონდონის “ჩელსისა” და კატალონიის “ბარსელონას” სურდათ.

თეგებიმირანდა
0.11903