სხვა

14:18 | 13.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მინისტრმა სპორტული კომპლექსი “არენა II” გახსნა

 

სპორტული კომპლექსი “არენა II”-ის გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი, “არენას” პარტნიორი სპორტული ფედერაციების და ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, სპორტული მედიცინის წამყვანი სპეციალისტები, პარალიმპური კომიტეტის ხელმძღვანელები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები დაესწრნენ.

ლენტის გაჭრის ცერემონიალი ახალგაზრდა სპორტსმენებთან ერთად ლევან ყიფიანმა და კომპლექსის გენერალურმა დირექტორმა – გურამ გოგოლაძემ განახორციელეს, რის შემდეგაც ოფიციალურმა პირებმა მედიის თანხლებით კომპლექსი დაათვალიერეს.

სპორტული კომპლექსი უნივერსიტეტის 6-ში, ყოფილი “ქარიშხალას” ტერიტორიაზე მდებარეობს და წარმოადგენს “არენას” (ყოფილი “სკას-ს”) კიდევ ერთ კორპუსს, რომელიც ასევე მთლიანად განახლდა.

“არენა II”-ს სპორტული პროფილი შეუნარჩუნდა და სხვა დამატებითი ფუნქციები დაემატა. სპორტკომპლექსში ამჟამად ფუნქციონირებს დიდი აუზი (ზომა 25მX15მ, სიღრმე – 2მ), პატარა აუზი “საჭყუმპალაო” (7მX12, სიღრმე 80სმ), დიდი სპორტული დარბაზი, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი, მაგიდის ჩოგბურთის დარბაზი. “არენა II”-ის დიდი აუზის ბაზაზე მოქმედებს წყალბურთის სექცია, ვარჯიშობენ წყალბურთის აკადემიისა და წყალბურთელთა კლუბ “არენას” (ყოფილი ლიგამუსი") გუნდები.

ასევე საკმაოდ პოპულარულია პატარა აუზი, სადაც ბავშვებს 4 წლის ასაკიდან იღებენ. სპორტული დარბაზი ემზადება 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის. ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე “არენა” და “არენა II” ხელბურთელთა შეჯიბრებებს უმასპინძლებს.

სპორტკომპლექსის ფიზიკური მედიცინისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. აღჭურვილია თანამედროვე ფიზიოთერაპიული აპარატურით. პაციენტებს შეუძლიათ გაიარონ როგორც ტრავმის შემდგომი, ასევე პოსტოპერაციული რეაბილიტაცია. ახალ სამკურნალო დაწესებულებას სხვა არსებულთაგან ის გამოარჩევს, რომ გათვალისწინებულია ყველა შესაძლო მეთოდი, რაც პაციენტის სრულფასოვანი რეაბილიტაციისთვისაა საჭირო.

ყველა სერვისი თავმოყრილია ერთ არეალში – თანამედროვე აპარატურა, სპეციალური ტრენაჟორები, მასაჟისა და ფიზიოთერაპიის კაბინეტები, დიდი და პატარა აუზი – ეს ყოველივე მაქსიმალურად ეფექტურს და კომფორტულს ხდის პაციენტისტის ასეთი სახის სამედიცინო მომსახურებას. ამ ეტაპზე ცენტრს შეუძლია მხოლოდ ამბულატორიული მოსახურების გაწევა, თუმცა ინფრასტრუქტურის საკმაოდ დიდი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, იგეგმება მცირე სატაციონარის გახსნაც.

კომპლექსი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და ამ კუთხით კიდევ იგეგმება დამატებითი სამუშაოების ჩატარება. კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარეობს ეროვნული პარაოლიმპური კომიტეტის ოფისი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს “არენასთან”.

www.msy.gov.ge

0.121015