სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, მოადგილე თამაზ თევზაძესთან ერთად სამინისტროში ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზურაბ კაკაბაძეს, ვიცე-პრეზიდენტებს იმედო ფხაკაძეს, ვახტანგ მეიფარიანს, გენერალურ მდივანს ქეთევან კობერიძეს და გოგონათა ახალგაზრდული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს – უკრაინელ მაია კარბუნარის შეხვდა.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისა და დასახული გეგმების შესახებ ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისათვის მზადებას განაგრძობს.
ბაკურიანში საზაფხულო შეკრების შემდგომ გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები გუნდი მოსამზადებელ შეკრებას თბილისში, სპორტკომპლექს “არენაშ-ში სწორედ ახალი მთავარი მწვრთნელის მეთვალყურეობით გადის.
2013-2014 წლების სეზონში გოგონათა ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდს უკრაინელი სპეციალისტი მაია კარბუნარი უხელმძღვანელებს.
მაია კარბუნარი – საერთაშორისო სპორტის ოსტატი, უკრაინის დამსახურებული მწვრთნელი. თამაშობდა უკრაინის ქალ ხელბურთელთა ნაკრებ გუნდში და კიევის “სპარტაკის” შემადგენლობაში. საწვრთნელ საქმიანობას ეწეოდა კიევის “სპარტაკში” და იყო პლიაჟის ხელბურთში უკრაინის ქალ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები გუნდის მწვრთნელი.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური