სხვა

14:11 | 23.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მინისტრმა ალპინისტებს სპორტული მთამსვლელობის 90 წლის იუბილე მიულოცა

22 ოქტომბერს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ქართული ალპინიზმის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი დასკვნითი საიუბილეო საღამო გაიმართა. საღამო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და მთამსვლელთა ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისიძებაზე საზეიმოდ დაჯილდოვდნენ მოქმედი და ვეტერანი მთამსვლელები, მათ შორის რამდენიმე ვეტერან სპორტსმენს – აფი გიგანს, რომან გიუტაშვილს, ბიძინა გუჯაბიძეს, ლევ სარქისოვსა და ბენო ქაშაკაშვილს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა სპორტის რაინდისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდებები გადასცა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, რამდენიმე ვეტერანი მთამსვლელი ღირსების ორდენზეც გახლავთ წარდგენილი.

მთამსვლელობის 90 წლის იუბილეს აღსანიშნავ დასკვნით საზეიმო ღონისძიებას ვეტერანი მთამსვლელები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, მოწვეული სტუმრები და ჟურნალისტები დაესწრნენ.

საღამოზე, რომელიც ოლიმპიური კომიტეტის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ელგუჯა ბერიშვილს მიყავდა, ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი ალპინიზმის ისტორიის შესახებ. ასევე ტუმრებმა მოისმინეს მოხსენება მთამსვლელობის 90 წლიანი  სპორტული ისტორიის თაობაზე.

 

“საქართველოს სპორტის რაინდის” წოდება მიენიჭათ

1. აფი გიგანი – “თოვლის ჯიქი”, ევერესტზე პირველამსვლელი ქართული ჯგუფის წევრი

2. რომან გიუტაშვილი – სპორტის ოსტატი, “თოვლის ჯიქი”, ევერესტზე პირველამსვლელი ქართველი

3. ბიძინა გუჯაბიძე – “თოვლის ჯიქი”, ევერესტზე პირველამსვლელი ქართული ჯგუფის წევრი

4. ლევ სარქისოვი – “თოვლის ჯიქ”, ევერესტზე პირველამსვლელი ქართული ჯგუფის წევრი

5.ბენო ქაშაკაშვილი – ევერესტზე პირველამსვლელი ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი; პირველი და დღემდე ერთადერთი ქართველი, რომელმაც ყველა კონტინენტის უმაღლესი მწვერვალი დალაშქრა

 

“საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის” წოდება მიენიჭათ

1. ბესარიონ ბაქრაძე – საქართველოს მეკლდეურთა თითქმის ყველა შეჯიბრების მსაჯი და ერთ-ერთი ორგანიზატორი

2. გიორგი ბერძენიშვილი – სპორტის ოსტატი, არაერთი ალპინისტური ექსპედიციის ხელმძღვანელი

3. ნოდარ კანკავა – საქართველოს ალპური კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი

4. ლუიზა ნარიმანიშვილი – საქართველოს ერთ-ერთი უძლიერესი მთამსვლელი ქალი 1960-70-იან წლებში

5. ზაურ ჩართოლანი – მთამსვლელთა ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი

6. ივანე ჯაფარიძე – მთამსვლელთა ეროვნული ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ალ.ჯაფარიძის სახელობის საქართველოს ალპიური კლუბის ყოფილი დირექტორი

7. ვლადიმერ ქურასბედიანი – მთამსვლელობაში და მეკლდეურობაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ალპიური ბანაკის “ზესხოს" დირექტორი

8. პირიბე გვარლიანი – სპორტის ოსტატი, მიხეილ ხერგიანის ჯგუფის უცვლელი წევრი

9. ზურაბ კუჭავა – საქართველოს მთამსვლელთა და მეკლდეურთა ასოციაციის პრეზიდენტი

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.1059