კალათბურთი

19:07 | 27.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

მინიკალათბურთის მინითასი ქუთაისმა მოიპოვა

27 ივნისს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში, მინი-კალათბურთის ფინალური თამაშები გაიმართა.  2002 წელს დაბადებულ ნორჩ კალათბურთელთა შორის საქართველოს ჩემპიონობას ერთმანეთს 15 გუნდი ეცილებოდა. თბილისის გუნდებთან ერთად რეგიონების წარმომადგენლებიც მრავლად იყვნენ წარმოდგენილნი და მაყურებლებსა თუ სპეციალისტებზე კარგი შთაბეჭდილებაც დატოვეს.

მესამე საპრიზო ადგილი „რუსთავმა“ მოიპოვა, რომელმაც საპრიზო პოზიციისთვის მატჩში თბილისის 166-ე სკოლის გუნდი „ოვერტაიმი“ დაამარცხა, ფინალურ შეხვედრაში კი ერთმანეთს „ქუთაისი“ და „აკადემია“ დაუპირისპირდნენ.  გადამწყვეტ პაექრობაში თავიდანვე რიონისპირელები დაწინაურდნენ, აღებული ტემპი არ დააგდეს და საქმე გამარჯვებამდეც მიიყვანეს 48:35. ქუთაისელთა რიგებში კაპანაძე და მერკვილაძე აღმოჩნდნენ თანაგუნდელებში ყველაზე შედეგიანები შესაბამისად 11 და 18 ქულით. აკადემიელთა რიგებიდან ქროულმა და გოდერძიშვილმა 11 და 10 ქულა დააგროვეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, რომლის დროსაც ფინალისტებს სიგელები და მედლები, ხოლო გამარჯვებულ „ქუთაისს“ თასი გადაეცა. ამასთან შეჯიბრების 8 საუკეთესო გუნდის 2-2 გამორჩეული მოთამაშე საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მაისურებითა და ფედერაციის მიერ გამოცემული წიგნით დაასაჩუქრა. ეს იღბლიანი მოთამაშეები აღმოჩნდნენ:

ქუთაისი

1.  ალექსი მერკვილაძე

2. მათე კაპანაძე

ჰიუნდაი

1. ოთარ ჭიჭინაძე

2. დავით გოგაძე

რუსთავი

1. დავით ჩხეიძე

2. გიორგი ოკრიბელაშვილი

თიბისი

1. ლუკა ქუტიძე

2. გიორგი საყვარელიძე

აკადემია

1. გაგა გოდერძიშვილი

2. ტერენს ქროული

კარდინალი

1. ლუკა ჩაჩანიძე

2. გეგე ჯანხოთელი

ოვერტაიმი

1. ნატალია ოთხმეზური

2. გიორგი გოლიაძე

დაჯილდოვებას ვერ დაესწრნენ ბათუმის წარმომადგენლები: ლუკა ოჩხიკიძე და გიორგი დოლიძე.

ზვიად ცერცვაძე („ქუთაისის“მწვრთნელი): „ტურნირი მაღალ დონეზე ჩატარდა და მასში მონაწილეობა ძლიერმა გუნდებმაც მიიღეს.ბავშვებისთვის და მათი სამომავლო განვითარებისთვის ძალიან კარგია და მეტიც, აუცილებელია მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. სასურველი იქნება, თუკი ამგვარ შეჯიბრებებს უფრო სისტემატიური სახე მიეცემა, რადგან ბავშვები მთელი წლის განმავლობაში მობილიზებულები იქნებიან და მოდუნების საშუალება ნაკლებად ექნებათ.

რაც შეეხება, გადამწყვეტ შეხვედრას, ისეთივე რთული იყო, როგორც ფინალამდე მოსვლა.  „აკადემიას“ყოველთვის მაღალი პოტენციალი ჰქონდა და საკმაოდ სერიოზული კონკურენცია გაგვიწია“.

ირაკლი ტომარაძე („აკადემიის“ მწვრთნელი): პირველ რიგში ვულოცავ „ქუთაისს“ დამსახურებულ გამარჯვებას. მთელი სეზონის განმავლობაში ვაკვირდებოდი მათ თამაშს და ძალიან კარგი გუნდია. კარგი ბავშვები ჰყავთ, ნიჭიერი. რაც შეეხება ჩვენ გუნდს, ბიჭებმა მოინდომეს და ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ“.

ლევან ავალიანი („ქუთაისის“ კალათბურთელი): ასეთ ტურნირში პირველად არ გამოვსულვარ, ადრეც მიმიღია მონაწილეობა. უწინ სხვა გუნდში ვთამაშობდი და დიდი ხანი არაა, რაც „ქუთაისს“ შევუერთდი. საბოლოო წარმატების მიღწევა, რა თქმა უნდა, რთული იყო, თუმცა მოვინდომეთ და ჩემპიონები გავხდით“.

0.302344