უაღრესად დაძაბული გამოდგა თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატში 60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენების მეორე წრე, სადაც საქართველოს წარმომადგენელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი დაამარცხა.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რეზო მინდორაშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:
- დაძაბული გამოდგა ხინჩეგაშვილი-ალიევის შეხვედრა. ჩვენმა მოჭიდავემ გამძლეობის ხარჯზე ბოლომდე იბრძოლა და უაღრესად ძლიერი მეტოქე დაამარცხა. იმედი მაქვს, გუშინდელი წარუმატებლობის შემდეგ, დღეს ერთ-ერთი სინჯის მედლის მოპოვებას შევძლებთ.