კალათბურთი

22:45 | 24.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მილუოკი” ფაჩულიას კონკურენტს ემშვიდობება?

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტან ზაზა ფაჩულიას, რომელიც “მილუოკი ბაქსის” ღირსებას იცავს, შესაძლოა, ერთ-ერთი უშუალო კონკურენტი – ლარი სანდერსი მოაკლდეს.

როგორც FOX sports-ის მიმომხილველი სემ ემიკო იტყობინება, საინტერესო შეთავაზების შემთხვევაში, რომელშიც დრაფტ-პიკიც იქნება ჩართული, მილუოკელები მზად არიან ამერიკელ ცენტრს გამოეთხოვონ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის როგორც ფაჩულია, ასევე სანდერსი ტრავმირებულნი არიან. ზაზამ დაზიანება უშუალოდ მოედანზე მიიღო, ლარიმ კი მარჯვენა ხელი ღამის კლუბში ჩხუბისას დაიშავა და კლუბისგან საყვედურიც მიიღო.

ცნობისთვის, სეზონის წინ სანდერსმა “ბაქსთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც 44 მილიონ დოლარს მიიღებს.

0.067223