“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი ჯეიმს მილნერი, “ფულემთან” მოგებული თამაშის (4:2) შემდეგ აცხადებს, რომ მის გუნდს დაცვაში თამაშის გამოსწორება მართებს.
“ვამჯობინებ, რომ ჩვენი თამაში უფრო მოსაწყენი იყო. უკეთესი იქნება, თუ 1:0 ან 2:0 მოვიგებთ ხოლმე.
“ფულემთან” მატჩში 2:0 ვიგებდით, მაგრამ მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მივეცით. მოგება რომ ხელიდან გაგვეშვა, ეს წარუმატებლობა გუნდის მორალურ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედებდა.
“მანჩესტერ სიტის” პრობლემა დაცვაა. სწორედ ეს კომპონენტი უნდა გავაუმჯობესოთ. დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად ბევრი უნდა ვიმუშავოთ, რადგან გოლის გაშვება მთელი გუნდის ბრალია და არა მეკარის, ან რომელიმე კონკრეტული მცველის.” – ციტირებს მილნერის სიტყვებს Goal-ი.