ფეხბურთი

17:49 | 2.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მილნერს “სიტისთან” გახანგრძლივება სურს

 

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველ ჯეიმს მილნერს კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის მიუხედავად, ინგლისელი გარემოს გამოცვლაზე არ ფიქრობს.

“მინდა, ყველა მატჩში ვთამაშობდე, მაგრამ “სიტის” დონის კლუბში, ეს ძალიან რთულია. დარჩენა მინდა, რადგან ეს გუნდი ძალიან შემიყვარდა. “სიტიში” დიდი კონკურენციაა, მაგრამ ბრძოლისთვის მზად ვარ. კონტრაქტთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას კლუბის ხელმძღვანელობა მიიღებს’, - განუცხადა მილნერმა “სკაი სპორტსს”.

ცნობისათვის, მილნერს “ქალაქელებთან” მოქმედი კონტრაქტი 18 თვის შემდეგ ეწურება. მიმდინარე სეზონში, ინგლისელმა “სიტის” მაისური 21-ჯერ მოირგო და ინგლისის პრემიერლიგაში გოლით გამოირჩა.

0.119073