“ინტერის” 31 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა დიეგო მილიტომ ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ საფეხბურთო კარიერის ბოლომდე მილანურ კლუბში დარჩენა სურს.
“არ მინდა “ინტერიდან” წასვლა. რომ შემეძლოს, კარიერას სწორედ ამ გუნდში დავასრულებდი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს მარტო ჩემს სურვილზე არაა დამოკიდებული” – ციტირებს მილიტოს სიტყვებს Corriere dello Sport.
სერია A–ს მიმდინარე სეზონში დიეგო მილიტომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ინტერის” ხელმძღვანელობა ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებას აპირებს და მათ შორის მილიტოცაა, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი სწორედ სეზონის დასრულების შემდეგ უმთავრდება.