ფეხბურთი

11:56 | 2.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მილანთან” ამბროზინი ითამაშებს, პისარო - ვერა

ფლორენციის “ფიორენტინას” ნახევარმცველმა მასიმო ამბროზინიმ ტრავმა მოიშუშა და სერია A-ს მე-11 ტურში იმ გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს, რომლის შემადგენლობაშიც 18 წელი გაატარა.

ცოტა ხნის წინ, 36 წლის ფეხბურთელის “მილანის” წინააღმდეგ თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, თუმცა, ახლა ყველაფერი რიგზეა და Football Italia-ს ცნობით, ის ვინჩენცო მონტელას განაცხადში მოხვდა.

თუმცა, ფლორენციელები “მილანთან” შეხვედრას დიდი დანაკლისით ხვდებიან – ტრავმების გამო გუნდს ვერ დაეხმარებიან ჩილელი ნახევარმცველები დავიდ  პისარო, რომელსაც მარცხენა ფეხი აწუხებს და მატიას ფერნანდესი, ვარჯიშზე ტერფი დაიზიანა ჩერნოგორიელმა მარკო ბაკიჩმა, ხოლო კოლუმბიელი ნახევარმცველი ხუან კუარდადო დისკვალიფიცირებულია.

“მილანისა” და “ფიორენტინას” შეხვედრა დღეს საღამოს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

0.11549