ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “მილანი” “მანჩესტერ იუნაიტედისგან” რობინ ვან პერსის შეძენას ეცდება. “დეილი მეილის” ცნობით, “როსონერისთვის” პრობლემა 30 წლის ჰოლანდიელის ანაზღაურებაა.
მანჩესტერელთა მეგოლე კვირაში 230 ათას გირვანქა სტერლინგს გამოიმუშავებს და იტალიურ გრანდს მისი ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება არ ძალუძს. მიუხედავად ამისა, მხარეებს შორის მოლაპარაკება მაინც დაიწყება. აქვე გეტყვით, რომ ვან პერსის დაბრუნება ლონდონის “არსენალსაც” სურს.
ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, ვან პერსიმ 18 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი მიითვალა.