ლონდონის “ჩელსის” ახალგაზრდა ნახევარმცველით, მარკო ვან გინკელით, იტალიური “მილანი” დაინტერესდა. Sky Italia–ს ცნობით, “როსონერის” ახალგაზრდა ნახევარმცველის ერთწლიანი იჯარით აყვანა სურს.
გასული სეზონი, ახალგაზრდა ჰოლანდიელს ტრავმის გამო თითქმის მთლიანად გაუცდა. წელს კი, მის პოზიციაზე “ჩელსიმ” სესკ ფაბრეგასი დაიმატა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვან გინკელს, შესაძლოა, ძალიან ცოტა სათამაშო დრო ჰქონდეს.
როგორც ცნობილია, “მილანის” ხემძღვანელობა ფეხბურთელის აგენტს შეხვდა და ჰოლანდიელი “მილანში” თამაშს დათანხმდა. “ჩელსის” ხემძღვანელობის პასუხი კი, ჯერჯერობით უცნობია.
ვან გინკელი “ჩელსიში” გასულ ზაფხულს გადავიდა არნემის “ვიტესიდან”.
ირაკლი ალიმბარაშვილი