ბრაზილიელმა გამთამაშებელმა კაკამ ტრავმა სრულად მოიშუშა, მწყობრშია და თუ მწვრთნელი საჭიროდ ჩეთვლის “მილანს” იტალიის სერია A-ს უახლოეს ტურში “უდინეზესთან” მატჩში დაეხმარება.
31 წლის ფეხბურთელს სექტემბრიდან არ უთამაშია, Football Italia-ს ცნობით კი, ახლა ყველაფერი რიგზეა და სათამაშოდ მზადაა. ვარაუდობენ, რომ 19 ოქტომბერს ის მინიმუმ სათადარიგოთა სკამზე იქნება.
თუ ისე მოხდა, რომ კაკამ “უდინეზეს” წინააღმდეგ მაინც არ ითამაშა, ის ჩემპიონთა ლიგაში “ბარსელონასთან” მილანში გასამართი მატჩისთვის უკვე 100 პროცენტით მზად იქნება. აღსანიშნავია, რომ ავადმყოფობის პერიოდში ბრაზილიელმა საკუთარი სურვილით ანაზღაურების მიღებაზე უარი განაცხადა.