ფეხბურთი

18:22 | 21.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მილანს” ელ შაარავი უბრუნდება

“მილანის” ფორვარდმა სტეფან ელ შაარავიმ ტრავმა მოიშუშა და ვარჯიშს შეუდგა. ამ ინფორმაციას “როსონერის” ოფიციალური საიტი ავრცელებს.

21 წლის იტალიელმა უკანასკნელი მატჩი 11 დეკემბერს, ამსტერდამის “აიაქსთან” უეფას ჩემპიონთა ლიგაში ჩაატარა. დიდი ალბათობით, ელ შაარავი “რომასთან” იტალიის ჩემპიონატის უახლოეს ტურში ვერ ითამაშებს, მაგრამ “ინტერთან” მილანური დერბისთვის მზად იქნება.

მიმდინარე სეზონში, ელ შაარავიმ მხოლოდ 7 მატჩის ჩატარება და ერთი გოლის გატანა მოასწრო.

 

0.102311