მეკარე კრისტიან აბიატი და მცველი ინიაციო აბატე “მილანს” სერია A-ს მე-14 ტურში “კატანიასთან” დღეს გასამართ მატჩში ვერ დაეხმარებიან.
Football Italia-ს ცნობით, აბატემ დაზიანება ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიიღო და მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი ვადები ჯერჯერობით უცნობია, ხოლო აბიატი გაცივდა და ამის გამო ვერ ითამაშებს.
საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარება სარეზერვო მეკარე მარკო ამელიაც, რომელიც უკვე დიდი ხანია კლუბის ლაზარეთში იმყოფება. ამრიგად, მასიმილიანო ალეგრის კარში მესამე მეკარე გაბრიელის დაყენება მოუწევს, რომელმაც მიმდინარე სეზონში უკვე ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა.