ფეხბურთი

2:37 | 15.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

„მილანმა“ სუპერმარიოს სუპერგოლით მოიგო

კლარენს ზეედორფის „მილანის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, „როსონერიმ“ 3 თამაში მოიგო, სამივე ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით და სამივე შემთხვევაში, მარიო ბალოტელის წყალობით. „მილანის“ 45-ე ნომერმა, ამჯერად, ისეთი სილამაზის გოლი გაიტანა, აღებულ 3 ქულას განსაკუთრებულ ელფერს რომ სძენს. 86-ე წუთზე, ბალოტელიმ ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო და ბევრი ფიქრის გარეშე, დაახლოებით 35 მეტრიდან ძალიან ზუსტად დაარტყა. ბურთი „ბოლონიას“ მეკარისგან შორეულ ზედა კუთხეში წავიდა და „მილანმა“ 2-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

 

მილანი-ბოლონია 1:0 (0:0)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა” 40000

მილანი (4-2-3-1): აბიატი, დე შილიო, რამი, ძაკარდო, კონსტანტი, დე იონგი (მუნტარი 64), მონტოლივო, კაკა (პოლი 80), ჰონდა (პაცინი 66), ტაარაბტი, ბალოტელი.

მწვრთნელი: კლარენს ზეედორფი.

ბოლონია (3-1-4-2): კურჩი, ანტონსონი, ნატალი, მანტოვანი, გარიკსი (მოსკარდელი 89), ხრისტოდულოპულოსი, პერესი (ფრიბერგი 89), კრინი, მორლეო, ბიანკი, კრისტალდო (ლაშალტი 84).

მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი.

გოლი: 1:0 ბალოტელი (86).

გაფრთხილებები: ძაკარდო 85 - ნატალი 48, პერესი 88, ფრიბერგი 90+2.

მსაჯი: მაურო ბერგონცი.

ბურთის ფლობა: 70%-30%, დარტყმა: 13 (4)-11 (4), კუთხური: 8-2, თამაშგარე: 2-1, სეივი: 4-3, ჯარიმა: 17-21.

0.120646