ფეხბურთი

19:54 | 25.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მილანმა” ნოჩერინო “ვესტ ჰემში” გაანათხოვრა

იტალიური “მილანის” ნახევარმცველი ანტონიო ნოჩერინო, სეზონის ბოლომდე, “ვესტ ჰემში” ითამაშებს. ინგლისური კლუბის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ფეხბურთელის გამოსყიდვის შესახებ არაფერია ნახსენები, რაც იმას ნიშნავს, რომ “ვესტ ჰემს” ეს უფლება არ აქვს.

ანტონიო ნოჩერინო “მილანში” 2011 წელს გადავიდა. პირველი სეზონის მაღალ დონეზე ჩატარების (35 თამაშში 10 გოლი) შემდეგ, მან თამაშს უკლო. სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, მან 11 მატჩი ჩაატარა, აქედან 7 ძირითადში და თავი 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.108625