„დინამო“ არენაზე“ გამართული კახა კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩი „მილანის“ გამარჯვებით - 3:1 დასრულდა.
პირველი ტაიმი კალაძის მეგობრების გუნდმა კი მოიგო (1:0), მაგრამ მეორე ტაიმში უკვე მილანელები დომინირებდნენ.
უკვე 43-ე წუთზე ინძაგის წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა და თავად დაზარალებულმა გარდასახა გოლად - 1:1.
52-ე წუთზე ინძაგისვე თავური დარტყმის შემდეგ ხარიხას მოხვდა ბურთი, თუმცა კარში არ შევარდა.
მატჩის ბოლო 10 წუთი მილანელთა სრული უპირატესობით წარიმართა.
72-ე წუთზე კალაძის უახლოესმა მეგობარმა ანდრეი შევჩენკომ „მილანი“ დააწინაურა - 1:2.
ერთ წუთში მასაროს ჰქონდა იდეალური მომენტი, მაგრამ მისი ახლოდან განხორციელებული თავური დარტყმის შემდეგ, ზვიად სტურუამ შესანიშნავი რეაქციით მოიგერია ბურთი.
კიდევ ერთი წუთის შემდეგ მილანელებმა მაინც მოახერხეს გოლის გატანა - ეს ვერხოვოდმა შეძლო - 1:3.
იქვე „მილანს“ მეოთხე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ პანკაროს კარგი დარტყმის შემდეგ, სტურუამ კიდვე ერთი ბრწყინვალე სეივი განახორციელა...
მატჩის ბოლოს, მოედანზე მყოფ ფეხბურთელებთან ერთად, ფეხზე მდგომმა ქომაგებმა კალაძე მხურვალე აპლოდისმენტებით გააცილეს.