ფეხბურთი

2:46 | 27.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

„მილანმა“ მოგება ბალოტელის ჯარიმებით გაიხსენა

სერია A-ს 30-ე ტურის ცენტრალური მატჩი ცუდ ფორმაში მყოფი „მილანისა“ და საკადრო პრობლემებით დახუნძლული „ფიორენტინას“ დაპირისპირება იყო. ამ გუნდებს შორის ფლორენციაში გამართულ ბოლო 7 თამაშში მასპინძლებს მოგება არ ჰქონდათ. ეს სერია გაგრძელდა და მეტიც, სერია A-ს ბოლო 4 თამაშში მხოლოდ 1 ქულის აღების შემდეგ, „მილანმა“ მოგების გემოც გაიხსენა.

„არტემიო ფრანკიზე“ „მილანმა“ 3 ქულა სტანდარტების გამოყენებით აიღო. 23-ე წუთზე, ბალოტელის ჯარიმა ნეტომ კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე მექსემ ითამაშა და ანგარიში გაიხსნა. 64-ე წუთზე, „მილანს“ გოლის გასატანად მხოლოდ ბალოტელის ძალისხმევაც ეყო - სტუმართა 45-ე ნომერმა ჯარიმა კარგად შეასრულა და შეხვედრას წერტილი დაუსვა.

ბოლო ექვს თამაშში გოლის პირველად გაშვების მიუხედავად, 3 ქულა აიღო „იუვენტუსმა“, რომელმაც ზედიზედ მე-7 შეხვედრა მოიგო. ტურინელებს კარგ ფორმაში მყოფი „პარმა“ ეწვია. „ჯვაროსნებს“ 17-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ, მაგრამ რობერტო დონადონის შეგირდებმა იტალიის ბოლო წლების საუკეთესო გუნდთან ვერაფერი გააწყვეს.

„იუვენტუსს“ 3 ქულა კარლოს ტევესმა მოუტანა, რომელმაც თავი 25-ე და 32-ე წუთზე გამოიჩინა. 62-ე წუთზე, სტუმრებმა ერთ ბურთი კი გაქვითეს, მაგრამ მალევე ისინი მოედანზე 10 კაცით დარჩნენ და ანგარიში აღარ შეცვლილა.

წინა ტურში „ფიორენტინასთან“ წაგების შემდეგ, კვლავ მოიგო და ფლორენციელებთან ქულათა სხვაობა ათამდე გაზარდა „ნაპოლიმ“. რაფაელ ბენიტესის შეგირდებს 3 ქულის ასაღებად ერთი ტაიმი ეყოთ. პირველ ნახევარში თავი საპატამ ორჯერ, ხოლო კალიეხონმა და ენრიკემ თითოჯერ გამოიჩინეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ენრიკეს გოლი. ბრაზილიელმა მცველმა, მარჯვენა ფლანგიდან შეტევის დროს, საჯარიმოს ხაზთან მყოფმა, მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი შორეულ ზედა კუთხეში გაგზავნა. შესვენების შემდეგ, „კატანიამ“ 2 გოლი კი გაიტანა, მაგრამ სიცილიელები ზედიზედ მე-3 მარცხს ვერ აცდნენ.

ძალიან კარგ ფორმაშია „ატალანტა“, რომელმაც ზედიზედ მე-5 თამაში მოიგო. ბერგამოელებმა სერია A-ში დარჩენისთვის მებრძოლ „ლივორნოს“ უმასპინძლეს და 2 გოლი გაიტანეს. თამაშის გმირებად ჯუზეპე დე ლუკა და ხერმან დენისი მოგვევლინენ, რომლებმაც თითო გაიტანეს და ერთმანეთს შედეგიანი გადაცემებიც გაუკეთეს.

 

კიევო-ბოლონია 3:0 (1:0)

ვერონა, “მარკ ანტონიო ბენტეგოდი” 11000

კიევო (4-3-1-2): აგაცი, ფრეი, დაინელი, სეზარი, რუბინი (სარდო 66), რიგონი, რადოვანოვიჩი, გუარენტე, ჰეტემაი (ბენტივოლიო 84), ობინა (ლაზარევიჩი 71), პალოსკი.

მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი.

ბოლონია (4-3-1-2): კურჩი, სორენსენი, ნატალი, ჩერუბინი, მორლეო, გარიკსი (ლაშალტი 30), კრინი, პაციენცა (იბსონი 57), ხრისტოდულოპულოსი, ბიანკი (კრისტალდო 57), აკვაფრესკა.

მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი.

გოლები: 1:0 პალოსკი (7, პენ), 2:0 პალოსკი (78), 3:0 რიგონი (89).

გაფრთხილებები: რიგონი 13, პალოსკი 79 - მორლეო 21, იბსონი 71, ჩერუბინი 81.

მსაჯი: ჯანლუკა როკი.

ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 17 (8)-11 (1), კუთხური: 5-0, თამაშგარე: 3-0, სეივი: 1-5, ჯარიმა: 20-19.

 

კალიარი-ვერონა 1:0 (1:0)

კალიარი, “სანტ ელია” 4000

კალიარი (4-3-2-1): ავრამოვი, პიზანო, როსეტინი, ასტორი, აველარი, ვეჩინო, ეკდალი, ერიკსონი, იბრაიმი (კოსუ 70), კაბრერა (იბარბო 55), ნენე (პინილია 78).

მწვრთნელი: დიეგო ლოპესი.

ვერონა (4-3-3): რაფაელი, გონსალესი (რომულო 72), მარკესი, მაიეტა, აგოსტინი, სალა, სირილიანო, მარკინიო, იანკოვიჩი (რაბუსიჩი 82), ტონი, მარტინიო (იტურბე 57).

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი.

გოლი: 1:0 ნენე (31).

გაფრთხილებები: ერიკსონი 59, აველარი 80, პინილია 85, ეკდალი 87 - სალა 86, რომულო 88.

მსაჯი: რიკარდო პინცანი.

ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 17 (4)-9 (1), კუთხური: 10-5, თამაშგარე: 0-1, სეივი: 1-3, ჯარიმა: 13-11.

 

ჯენოა-ლაციო 2:0 (0:0)

გენუა, “ლუიჯი ფერარისი” 20000

ჯენოა (4-2-3-1): ბიცარი, მოტა, პორტანოვა, მარკეზე, ანტონელი, სტურარო, კოფიე (ფეტფაციდისი 57), სკული (კაბრალი 73), ბერტოლაჩი, დე ჩელიე (სენტურიონი 57), ჯილარდინო.

მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი.

ლაციო (4-3-3): ბერიშა, კონკო, ბიავა, ნოვარეტი, რადუ, ონაზი, ლედესმა, გონსალესი (ანდერსონი 75), კანდრევა, მაური (პერეა 88), კეიტა (პოშტიგა 70).

მწვრთნელი: ედოარდო რეია.

გოლები: 1:0 ჯილარდინო (65), 2:0 ფეტფაციდისი (83).

გაფრთხილებები: პორტანოვა 77, სტურარო 82 - ლედესმა 89, ნოვარეტი 90+3.

გაძევება: ლედესმა 90.

მსაჯი: სებასტიანო პერუცო.

ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 13 (6)-15 (5), კუთხური: 5-3, თამაშგარე: 4-1, სეივი: 5-4, ჯარიმა: 15-19.

 

ატალანტა-ლივორნო 2:0 (1:0)

ბერგამო, “ატლეტი აძური” 14000

ატალანტა (4-4-1-1): კონსილი, რაიმონდი (ნიკა 85), ლუჩინი, იეპესი, დელ გროსო, ესტიგარიბია, ჩიგარინი (ბაზელი 65), კარმონა, ბონავენტურა, დე ლუკა (ლივაია 74), დენისი.

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.

ლივორნო (3-1-4-2): ბარდი, ჩეკერინი, ვალენტინი, კასტელინი, ბიაჯანტი (სილიგარდი 85), მბაიე, ბენასი, გრეკო, ჯემიტი (ბელფოდილი 63), პაულინიო, ემეგარა (დუნკანი 77).

მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო.

გოლები: 1:0 დე ლუკა (22), 2:0 დენისი (59).

გაფრთხილება: კასტელინი 31.

მსაჯი: ანდრეა დე მარკო.

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 13 (4)-11 (3), კუთხური: 5-3, თამაშგარე: 0-1, სეივი: 3-2, ჯარიმა: 15-19.

 

ფიორენტინა-მილანი 0:2 (0:1)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი” 31000

ფიორენტინა (4-3-3): ნეტო, ტომოვიჩი (ვოლსკი 68), როდრიგესი, სავიჩი, პასკუალი (რონკალია 18), ფერნანდესი, ამბროზინი, ვალერო, ხოაკინი (რიდერი 79), მატრი, კუადრადო.

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.

მილანი (4-2-3-1): აბიატი, ბონერა, რამი, მექსე, კონსტანტი, დე იონგი, მუნტარი, ჰონდა, კაკა, ტაარაბტი (ბირსა 79), ბალოტელი (ძაკარდო 89).

მწვრთნელი: კლარენს ზეედორფი.

გოლები: 0:1 მექსე (23), 0:2 ბალოტელი (64).

გაფრთხილებები: ამბროზინი 19, რონკალია 63, როდრიგესი 89 - ბალოტელო 16, დე იონგი 42, კონსტანტი 52, ტაარაბტი 67, აბიატი 70, ბონერა 78, მექსე 87.

მსაჯი: დანიელე ორსატო.

ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 8 (0)-15 (6), კუთხური: 10-3, თამაშგარე: 2-0, სეივი: 4-0, ჯარიმა: 16-29.

 

კატანია-ნაპოლი 2:4 (0:4)

კატანია, “ანჯელო მასიმინო” 14000

კატანია (3-2-3-1-1): ანდუხარი, ბელუსკი, ლეგროტალიე (პეტკოვიჩი 46), გიომბერი, ისკო, რინაუდო (პლაზილი 46), პერუცი (ფედოტო 83), ლოდი, მონსონი, ბარიენტოსი, კეკო.

მწვრთნელი: როლანდო მარანი.

კატანია (4-2-3-1): რეინა, ენრიკე (ალბიოლი 59), ფერნანდესი, ბრიტოსი, რევეილერი, ჯემაილი, ჟორჟინიო, კალიეხონი, ჰამშიკი (რადოსევიჩი 66), ინსინიე, საპატა (იგუაინი 79).

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.

გოლები: 0:1 საპატა (16), 0:2 კალიეხონი (25), 0:3 ენრიკე (40), 0:4 საპატა (43), 1:4 მონსონი (52), 2:4 გიომბერი (75).

გაფრთხილებ: კეკო 23.

მსაჯი: დავიდე მასა.

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 18 (9)-17 (8), კუთხური: 6-0, თამაშგარე: 6-3, სეივი: 4-7, ჯარიმა: 12-10.

 

იუვენტუსი-პარმა 2:1 (2:0)

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი” 38000

იუვენტუსი (3-1-4-2): ბუფონი, კასერესი, ბონუჩი, კიელინი, პირლო (მარკიზიო 66), ლიხტშტაინერი (ისლა 71), ვიდალი, პოგბა, ასამოა, ლიორენტე (კვალიარელა 74), ტევესი.

მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

პარმა (4-1-4-2): მირანტე, პალეტა, ლუკარელი (კასანი 61), ფელიპე, მარკიონი (სკელოტო 79), ბიაბიანი, პაროლო, ობი (აკვა 61), მოლინარო, კასანო, ამაური.

მწვრთნელი: რობერტო დონადონი.

გოლები: 1:0 ტევესი (25), 2:0 ტევესი (32), 2:1 მოლინარო (62).

გაფრთხილებები: ასამოა 30, ვიდალი 43, ტევესი 73 - ობი 11, კასანი 76, აკვა 85.

გაძევება: ამაური 65.

მსაჯი: ლუკა ბანტი.

ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 10 (7)-9 (3), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 4-0, სეივი: 2-5, ჯარიმა: 14-8.

 

სასუოლო-სამპდორია 1:2 (1:1)

რეჯო ემილია, “ჩიტა დელ ტრიკოლორე” 12000

სასუოლო (4-3-3): პეგოლო, გაცოლა, კანავარო (მენდესი 41), არიაუდო, ლონგი, ჩიბსა (სანაბრია 73), მანიანელი, მისიროლი, ბერარდი, ძაძა, ფლოკარი (მუსაჩი 56).

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო.

სამპდორია (4-3-3): და კოსტა, დე სილვესტრი, მუსტაფი, კოსტა (გასტალდელო 83), რეჯინი, ბიარნასონი, ობიანგი, რენანი, ვსზოლეკი (ედერი 58), ოკაკა, სანსონე (გაბიადინი 69).

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი.

გოლები: 0:1 სანსონე (1), 1:1 ლონგი (16), 1:2 ოკაკა (66).

გაფრთხილებები: კანავარო 25 - რეჯინი 30.

გაძევება: რეჯინი 88.

მსაჯი: მასიმილიანო ირატი.

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 16 (6)-17 (8), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 0-3, სეივი: 6-5, ჯარიმა: 17-20.

0.197011