იტალიური პრესის ცნობით, “მილანს” “კატანიას” არგენტინელი თავდამსხმელის, მაქსი ლოპესის არენდით აყვანა სურს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მაქსი ლოპესი “ალ ნასრში” უნდა გადასულიყო, მაგრამ ტრანსფერი ჩიაშალა. თუ Sportmediaset-ს დავუჯერებთ, 29 წლის არგენტინელის მცირე ხნით დამატების სურვილი “მილანმა” გამოთქვა.
“მილანს” ჯამპაოლო პაცინი მინიმუმ სექტემბრის ბოლომდე ლაზარეთში ეყოლება. ნიანგსა და პეტანიას გამოცდილება აკლიათ, ხოლო რობინიოს – სტაბილურობა. ამის გამო, მასილიმილიანო ალეგრი ახალი თავდამსხმელის დამატების საჭიროების წინაშე დგას და იტალიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, მილანელები მაქსი ლოპესის წლის ბოლომდე არენდით აყვანას აპირებენ.
მაქსი ლოპესს “მილანში” აქამდეც უთამაშია. 2011-12 წლების სეზონის მე-2 ნახევარში, “როსონერის” მაისურით ჩატარებულ 10 მატჩში მან 2 გოლი გაიტანა.