ფეხბურთი

14:22 | 27.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მილანმა” ინძაგი გადაწყვიტა

 

“მილანის” ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფილიპო ინძაგის დანიშვნა გადაწყვიტა. აპენინური მედიის ცნობით, “როსონერი” ოფიციალურ განცხადებას უახლოეს პერიოდში გააკეთებს.

როგორც ირკვევა, ორშაბათს, “მილანის” ხელმძღვანელებმა ითათბირეს და გუნდის ინძაგისთვის ჩაბარება გადაწყვიტეს. მოგეხსენებათ, 40 წლის “სუპერპიპო” მილანელთა ახალგაზრდულ გუნდს უდგას სათავეში და იტალიელები მის მთავარმწვრთნელობას დიდი ხანია წინასწარმეტყველებენ.

“მილანში” “სევილიას” თავკაცის – უნაი ემერის კანდიდატურასაც განიხილავდნენ, მაგრამ მისმა მაღალმა ანაზღაურებამ იტალიელებს კვლავ ინძაგისკენ უბიძგა.

0.122394