თამაშგარე

15:08 | 16.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

“მილანმა” იბრაჰიმოვიჩის მაისურზე ფასდაკლება გამოაცხადა

საფეხბურთო კლუბ “მილანის” ბაზასთან არსებულ სპორტულ მაღაზიებში ზლატან იბრაჰიმოვიჩის მაისურებს 5 ევროდ ყიდიან. ფასდაკლება, 31 წლის შვედი ფეხბურთელის  პსჟ-ში გადასვლას უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონზე ზლატანმა “მილანის” შემადგენლობაში 40 მატჩი ჩაატარა და 33 გოლი გაიტანა. ამასთან, იტალიის ჩემპიონატში 28 გოლი მიითვალა და სერია А-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.  
ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად “მილანი” ძალიან ბევრ ვარსკვლავს ასხვისებს, თუმცა, ისეთი ფეხბურთელის გაყიდვით, როგორიც იბრაჰიმოვიჩია, სერიოზული საკითხების გადაწყვეტა გაუჭირდება.
 

0.117263