27 წლის კოლუმბიელი მარცხენაფლანგელი პარლო არმერო მომდევნო სეზონში “მილანში” ითამაშებს. “როსონერი” “უდინეზე” ფეხბურთელის არენდას ადასტურებს.
სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი, ბოლო 2 წლის განმავლობაში, უკვე მესამედ გაანათხოვრეს. 2013 წელს ის არენდით “ნაპოლიში” თამაშობდა, ხოლო 2014 წელს – “ვესტ ჰემში”. 2014-15 წლების სეზონს არმერო “მილანში” გაატარებს.