2013 წლის მარტის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „მილანმა“ სერია A-ს ზედიზედ 4 თამაში მოიგო. კლარენს ზეედორფის გუნდმა ბოლოადგილოსან „კატანიას“ უმასპინძლა და მეტოქეს მონტოლივოს მიერ გატანილი ერთადერთი გოლით სძლია.
29 წლის ნახევარმცველმა „მილანს“ ლამაზი გოლით მოაგებინა. მან დაახლოებით 30 მეტრიდან დაარტყა, მეკარე ბურთს ვერ შესწვდა და „როსონერიმ“ აქტივში მორიგი 3 ქულა ჩაიწერა.
„მილანი“ ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს. დღის პირველ მატჩში, „პარმამ“ ბოლონიაში ფრედ ითამაშა და შედეგად, ზეედორფის გუნდმა მე-6 ადგილთან ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა.
უკანასკნელ 5 მატჩში პირველად მოიგო მე-2 მილანურმა გუნდმა, „ინტერმა“, რომელმაც ბოლო დროს ცუდ ფორმაში მყოფი „სამპდორია“ გენუაში გაანადგურა.
„ლუიჯი ფერარისზე“ გამართულ მატჩში სტუმრებმა ანგარიში მე-13 წუთზე გახსნეს, როდესაც იკარდიმ პალასიოს გადაცემა გამოიყენა. 5 წუთში, მაქსი ლოპესმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. მალევე, ედერმა 2 ყვითელი ბარათი მიიღო და „სამპდორია“ მოედანზე 10 კაცით დარჩა.
მე-2 ტაიმში, „ინტერმა“ კაცნაკლულ მეტოქეს კიდევ 3-ჯერ გაუტანა. მე-60 წუთზე, ერნანესმა კუთხური მოაწოდა და სამუელმა თავით ზუსტად დაარტყა. სამ წუთში, პალასიომ იკარდის მე-2 გოლი გაატანინა, ხოლო 79-ე წუთზე, მან თავადაც იხეირა, როდესაც ალვარესის გადაცემა გამოიყენა.
წინა ტურში წაგების შემდეგ, კვლავ 3 ქულა აიღო „ნაპოლიმ“. რაფაელ ბენიტესის გუნდმა ბოლო 2 მატჩის მომგებ „ლაციოს“ სძლია, რაშიც დიდი როლი გონსალო იგუაინმა ითამაშა.
„სან პაოლოზე“ ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. ლულიჩმა რეინას კარი 21-ე წუთზე აიღო, ხოლო ოც წუთში, დრის მერტენსმა, შესანიშნავი შორეული დარტყმით, ანგარიში გაათანაბრა.
მე-2 ტაიმის დასაწყისში რომაელები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ, რის შემდეგაც იგუაინის ჯერი დადგა. არგენტინელმა ჯერ თერთმეტმეტრიანი დარტყმით იხეირა, შემდეგ ინსინიეს გადაცემით გაიტანა ლამაზი გოლი, ბოლოს კი, საგოლე პასის ავტორად პეპე რეინა აქცია. სანამ იგუაინი იტალიურ კარიერაში თავის პირველ ჰეთ თრიქს გაიფორმებდა, „ლაციოს“ მხრიდან თავი ონაზიმ გამოიჩინა, მაგრამ დედაქალაქელებს ამან ქულა ვერ მოუტანა.
კვირა დღე სერია A-ში უხვგოლიანი გამოდგა. ჩატარებულ 7 მატჩში გუნდებმა 31 ბურთი გაიტანეს. ამ მხრივ ყველაზე მეტად გამორჩეული „ვერონასა“ და „ფიორენტინას“ დაპირისპირება იყო. მასპინძლებმა ფლორენციელი სტუმრების კარი 3-ჯერ კი აიღეს, მაგრამ თავად 5-ჯერ გაუშვეს.
დრამატული თამაში გაიმართა ტურინში. „ტორინოსთან“ გამართულ შეხვედრაში „ჯენოა“, 85-ე წუთზე, ალბერტო ჯილარდინომ დააწინაურა, მაგრამ 92-ე და 93-ე წუთებზე, იმობილემ და ჩერჩიმ, ეფექტური დარტყმებით, 2 ბურთი გაიტანეს და ტურინელებს ზედიზედ მე-3 თამაში მოაგებინეს.
ბოლონია-პარმა 1:1 (1:0)
ბოლონია, “რენატო დალ არა” 21000
ბოლონია (4-2-3-1-1): კურჩი, ანტონსონი, ნატალი, ჩერუბინი (მანტოვანი 74), პაციენცა, ფრიბერგი (პერესი 76), გარიკსი, ხრისტოდულოპულოსი, მორლეო, კონე, კრისტალდო (აკვაფრესკა 65).
მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი.
პარმა (4-3-3): მირანტე, კასანი, პალეტა, ლუკარელი, მოლინარო, აკვა, მარკიონი, გარგანო (მუნარი 74), სკელოტო (ამაური 57), პალადინო, ბიაბიანი.
მწვრთნელი: რობერტო დონადონი.
გოლები: 1:0 ჩერუბინი (44), 1:1 პალადინო (79).
გაფრთხილებები: პაციენცა 78, მორლეო 82, გარიკსი 90+2 - ლუკარელი 85.
მსაჯი: დანიელე დოვერი.
ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 12 (3)-11 (2), კუთხური: 7-9, თამაშგარე: 3-1, სეივი: 1-2, ჯარიმა: 18-12.
ლივორნო-კიევო 2:4 (2:3)
ლივორნო, “არმანდო პიჩი”
ლივორნო (3-1-4-2): ბარდი, კოდა, ვალენტინი (დუნკანი 54), კასტელინი, ბიაჯანტი (ბელფოდილი 67), პიჩინი, ბენასი, გრეკო, მესბა, პაულინიო, სილიგარდი (ემეგარა 54).
მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო.
კიევო (4-3-3): აგაცი, ფრეი, დაინელი, სეზარი, რუბინი (სარდო 64), გუანა, რიგონი, რადოვანოვიჩი, პალოსკი (პელისიე 77), ჰეტემაი, ტერო (ობინა 60).
მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი.
გოლები: 1:0 სილიგარდი (6), 1:1 პალოსკი (9), 1:2 ტერო (23), 2:2 პაულინიო (34, პენ), 2:3 პალოსკი (45+2), 2:4 პალოსკი (56, პენ).
გაფრთხილებები: ბენასი 37, ბიაჯანტი 55, კოდა 61 - ტერო 26, გუანა 69, რადოვანოვიჩი 75, ჰეტემაი 90.
მსაჯი: ანტონიო დამატო.
ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 17 (5)-15 (10), კუთხური: 8-8, თამაშგარე: 1-0, სეივი: 6-3, ჯარიმა: 20-13.
ვერონა-ფიორენტინა 3:5 (1:2)
ვერონა, “მარკ ანტონიო ბენტეგოდი”
ვერონა (4-3-3): რაფაელი, კაჩატორე (სირილიანო 77), მორასი, მაიეტა, აგოსტინი, სალა, დონადელი, ჰალფრედსონი (პილუდი 87), იტურბე, ტონი, მარკინიო.
მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი.
ფიორენტინა (4-3-3): ნეტო, ტომოვიჩი, როდრიგესი, სავიჩი, პასკუალი, აკვილანი (ვოლსკი 87), პისარო, ვალერო, კუადრადო, ილიჩიჩი (ვარგასი 60), რიდერი (მატრი 68).
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.
გოლები: 1:0 სალა (14) - კუადრადო (31), 1:2 აკვილანი (44), 1:3 ვალერო (63), 2:3 ტონი (73, პენ), 2:4 მატრი (83, პენ), 2:5 აკვილანი (86), 3:5 იტურბე (90+1).
გაფრთხილებები: სალა 11, მაიეტა 82 - სავიჩი 67, პისარო 72, ნეტო 73.
გაძევება: დონადელი 69.
მსაჯი: სებასტიანო პერუცო.
ბურთის ფლობა: 36%-64%, დარტყმა: 6 (5)-29 (11), კუთხური: 3-7, თამაშგარე: 3-0, სეივი: 6-2, ჯარიმა: 11-9.
ტორინო-ჯენოა 2:1 (0:0)
ტურინი, “ოლიმპიკო”
ტორინო (3-1-4-2): პადელი, ბოვო, გლიკი, მორეტი, ელ კადური, მაქსიმოვიჩი, ბაშა (გაცი 57), ვივესი (მეჯორინი 88), ვესოვიჩი (ბარეტო 90), ჩერჩი, იმობილე.
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.
ჯენოა (3-1-4-2): პერინი, ბურდისო, დე მაიო, მარკეზე, ბერტოლაჩი, მოტა (ანტონინი 69), სტურარო, დე ჩელიე (ჯილარდინო 74), ანტონელი, კალაიო, ფეტფაციდისი (კონატე 61).
მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი.
გოლები: 0:1 ჯილარდინო (85), 1:1 იმობილე (90+2), 2:1 ჩერჩი (90+3).
გაფრთხილებები: ბოვო 42, იმობილე 90+3, ჩერჩი 90+5 - დე მაიო 12, კალაიო 48, მოტა 63, ბერტოლაჩი 73.
მსაჯი: მაურიციო მარიანი.
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 11 (5)-9 (4), კუთხური: 3-5, თამაშგარე: 2-2, სეივი: 3-3, ჯარიმა: 12-17.
სამპდორია-ინტერი 0:4 (0:1)
გენუა, “ლუიჯი ფერარისი”
სამპდორია (4-3-3): და კოსტა, დე სილვესტრი, მუსტაფი, გასტალდელო, რეჯინი, ობიანგი (კრსტიჩიჩი 58), პალომბო (ლომბარდო 84), სორიანო, ედერი, სანსონე (ოკაკა 67), ლოპესი
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი
ინტერი (3-1-4-2): ჰანდანოვიჩი, როლანდუ, რანოკია, სამუელი, კამბიასო, დ’ამბროზიო, ერნანესი (ტაიდერი 75), კოვაჩიჩი (მილიტო 80), ნაგატომო, იკარდი (ალვარესი 68), პალასიო
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი
გოლები: 0:1 იკარდი (13), 0:2 სამუელი (60), 0:3 იკარდი (63), 0:4 პალასიო (79)
გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: ლოპესი 18
გაფრთხილებები: კოსტა 15 (სათადარიგო), ედერი 20, სორიანო 39, რეჯინი 65, გასტალდელო 73, კრსტიჩიჩი 76 - იკარდი 13, სამუელი 20, რანოკია 28
გაძევება: ედერი 20
მსაჯი: პაოლო ვალერი
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 14 (6)-16 (6), კუთხური: 11-4, თამაშგარე: 2-1, სეივი: 2-6, ჯარიმა: 18-19.
ნაპოლი-ლაციო 4:2 (1:1)
ნეაპოლი, “სან პაოლო”
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა, ენრიკე, ალბიოლი (ფერნანდესი 46), ბრიტოსი, გულამი, ბეჰრამი, ჟორჟინიო (მესტო 83), მერტენსი (კალიეხონი 65), პანდევი, ინსინიე, იგუაინი.
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.
ლაციო (3-4-3): ბერიშა, სიანი, კანა, რადუ, კონკო, ონაზი, ლედესმა, ლულიჩი (კავანდა 74), კანდრევა, მაური (პოშტიგა 57), ანდერსონი (ნოვარეტი 63).
მწვრთნელი: ედოარდო რეია.
გოლები: 0:1 ლულიჩი (21), 1:1 მერტენსი (41), 2:1 იგუაინი (49), 3:1 იგუაინი (67), 3:2 ონაზი (82), 4:2 იგუაინი (90+4).
გაფრთხილებები: ჟორჟინიო 2, იგუაინი 10, მერტენსი 45+1, ბრიტოსი 61, ფერნანდესი 89 - კანა 13, ლედესმა 45+1.
გაძევება: კანა 48.
მსაჯი: ლუკა ბანტი.
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 16 (7)-17 (7), კუთხური: 4-1, თამაშგარე: 5-3, სეივი: 5-3, ჯარიმა: 13-9.
მილანი-კატანია 1:0 (1:0)
მილანი, “ჯუზეპე მეაცა”
მილანი (4-2-3-1): აბიატი, ბონერა, რამი, მექსე, კონსტანტი (ემანუელსონი 78), დე იონგი, მონტოლივო, პოლი (აბატე 74), კაკა (პაცინი 87), ტაარაბტი, ბალოტელი.
მწვრთნელი: კლარენს ზეედორფი.
კატანია (4-2-3-1): ანდუხარი, გიომბერი, სპოლი, როლინი, მონსონი, რინაუდო, ლოდი, ლეტო (კასტრო 59), ბარიენტოსი, პლაზილი (ისკო 77), ბერგესიო (ბოატენგი 82).
მწვრთნელი: მაურიციო პელეგრინო.
გოლი: 1:0 მონტოლივო (23).
გაფრთხილებები: ბარიენტოსი 29, როლინი 36, პლაზილი 60, რინაუდო 61, მონსონი 90+2.
გაძევება: რინაუდო 78.
მსაჯი: ანდრეა დე მარკო.
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 18 (3)-12 (4), კუთხური: 8-7, თამაშგარე: 1-0, სეივი: 4-2, ჯარიმა: 17-18.