ფეხბურთი

3:16 | 24.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

„მილანის“ მონატრებული ქულა, „ინტერისა“ და „ნაპოლის“ საშინაო წაგებები

სერია A-ს ბოლო 3 თამაშის წაგების შემდეგ, „მილანმა“, როგორც იქნა, ქულა აიღო, თუმცა მხოლოდ ერთი. კლარენს ზეედორფის გუნდი დედაქალაქს ეწვია და „ლაციოს“ გაეჯიბრა.

„ოლიმპიკოზე“ გამართული თამაშის პირველმა ტაიმმა სტუმართა უპირატესობით ჩაიარა. 43-ეწუთზე, მარცხენა ფლანგზე მოთამაშე კაკამ საჯარიმოში ჩაწოდება სცადა, მაგრამ ბურთი კონკოს მოხვდა და რიკოშეტის შემდეგ „ლაციოს“ კარში აღმოჩნდა.

მე-2 ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მასპინძლები დაახლოებით მე-60 წუთზე გააქტიურდნენ და გოლიც გაიტანეს. მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ, ბილიამ თავით კარგად ვერ დაარტყა, მაგრამ გონსალესმა დაამატა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

29-ე ტური წარუმატებელი გამოდგა მე-2 მილანური გუნდისთვის. „ინტერი“ კარგ ფორმაში მყოფ „ატალანტას“ 6-მატჩიანი წაუგებელი სერიით დაუხვდა. თამაში სტუმართა იერიშებით დაიწყო და ბერგამოელებმა ანგარიში მე-4 სახიფათო მომენტის შემდეგ გახსნეს. 35-ე წუთზე, ბონავენტურამ საჯარიმოს გარედან ზუსტად დაარტყა. მილანელებმა ერთ წუთში გაათანაბრეს. მაურო იკარდი საჯარიმოში შეიჭრა და ტაბლოზე საყაიმო შედეგი დააფიქსირა. შესვენების შემდეგ, „ინტერმა“ არაერთი ძალიან სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ ტაიმის ერთადერთი გოლი მაინც მილანელთა კარში გავიდა. 90-ე წუთზე, ბრიენცამ საჯარიმოში ჩააწოდა, ბონავენტურამ დუბლი გაიფორმა და „ატალანტამ“ ზედიზედ მე-4 თამაში მოიგო.

ზედიზედ მე-6 მოგებით, სკუდეტოსკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა „იუვენტუსმა“. ტურინელები ბოლოადგილოსან „კატანიას“ უპირისპირდებოდნენ, რომელთანაც მათ 55 ქულა აშორებდა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ ყოფილა, რომ ანტონიო კონტემ შემადგენლობის გადახალისება გადაწყვიტა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე გავიდა, როდესაც ოსვალდოს გადაცემის შემდეგ საჯარიმოში კარლოს ტევესი შეიჭრა. მალევე, მასპინძლები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ და „იუვენტუსს“ კარის ზედიზედ მე-5 თამაშში მშრალად შენახვა არ გასჭირვებია.

მე-2 ადგილს დაშორდა „ნაპოლი“, რომელიც „ფიორენტინასთან“ გამართულ საშინაო შეხვედრაში უქულოდ დარჩა. ჯერ კიდევ პირველ ტაიმში 10 კაცით დარჩენილმა ნეაპოლელებმა თამაშის ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე გაუშვა. მატრიმ რეინა კარიდან გაიტყუა და ილიჩიჩს უპასა, ხოლო სლოვენიელის ჩაწოდების შემდეგ ხოაკინმა ადვილად გაიტანა.

2014 წელს, „უდინეზე“ გუნდის საუკეთესო ბომბარდირის, ანტონიო დი ნატალეს გოლის გარეშე ვერ იგებს. წინა შეხვედრის მსგავსად, 36 წლის თავდამსხმელის ბურთი „სასუოლოსთან“ გამართულ მატჩშიც ერთადერთი გამოდგა. დი ნატალეს დუბლის გაფორმებაც შეეძლო, მაგრამ მან თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. 72-ე წუთზე, მას „სასუოლოს“ თავდამსხმელმა, ფლოკარიმ მიბაძა.

სახიფათო მომენტებით დახუნძლული თამაში გამართეს „სამპდორიამ“ და „ვერონამ“. გოლიც ბევრი გავიდა, მაგრამ მხოლოდ ერთ კარში. „ვერონამ“, რომელმაც მეტოქის კარში 21-ჯერ დაარტყა, 0:5 წააგო.

 

პარმა-ჯენოა 1:1 (1:1)

პარმა, “ენიო ტარდინი” 12000

პარმა (4-3-3): მირანტე, კასანი, პალეტა, ლუკარელი, გობი, მუნარი (ობი 70), აკვა, პაროლო, სკელოტო (ბიაბიანი 70), ამაური, კასანო (პალადინო 82).

მწვრთნელი: რობერტო დონადონი.

ჯენოა (3-4-3): პერინი, ბურდისო, დე მაიო, მარკეზე, მოტა, კოფიე, მათუსალემი (ბერტოლაჩი 15), ანტონელი, კონატე (ფეტფაციდისი 62), კალაიო, დე ჩელიე (ჯილარდინო 80).

მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი.

გოლები: 0:1 კოფიე (21), 1:1 სკელოტო (31).

გაფრთხილებები: მუნარი 56, ლუკარელი 85 - კონატე 51, ბურდისო 60, დე მაიო 67.

მსაჯი: დინო ტომაზი.

ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 16 (3)-5 (2), კუთხური: 5-6, თამაშგარე: 0-4, სეივი: 1-2, ჯარიმა: 16-22.

 

ინტერი-ატალანტა 1:2 (1:1)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა” 39098

ინტერი (3-2-3-2): ჰანდანოვიჩი, კამპანიარო (კოვაჩიჩი 82), რანოკია, როლანდუ, გუარინი, ერნანესი, ჟონათანი, კამბიასო (ალვარესი 61), დ’ამბროზიო (ნაგატომო 71), იკარდი, პალასიო.

მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.

ატალანტა (4-4-1-1): კონსილი, ნიკა (რაიმონდი 75), სტენდარდო, იეპესი, დელ გროსო, ესტიგარიბია, კარმონა, ჩიგარინი (ბაზელი 86), ბონავენტურა, მორალესი (ბრიენცა 38), დენისი.

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.

გოლები: 0:1 ბონავენტურა (35), 1:1 იკარდი (36), 1:2 ბონავენტურა (90).

გაფრთხილებები: ნიკა 34, ჩიგარინი 45+3, სტენდარდო 76, კონსილი 86.

მსაჯი: პიერო ჯაკომელი.

ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 23 (6)-10 (6), კუთხური: 9-3, თამაშგარე: 0-0, სეივი: 4-5, ჯარიმა: 17-14.

 

ბოლონია-კალიარი 1:0 (0:0)

ბოლონია, “რენატო დალ არა” 21000

ბოლონია (4-3-1-2): კურჩი, სორენსენი, ანტონსონი, ნატალი (მორლეო 46), ჩერუბინი, გარიკსი, პერესი, ხრისტოდულოპულოსი, ფრიბერგი (კრისტალდო 59), აკვაფრესკა, ბიანკი (პაციენცა 70).

მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი.

კალიარი (4-3-1-2): ავრამოვი, პერიკო (იბრაიმი 80), როსეტინი, ასტორი, აველარი, დესენა, კოსუ, ეკდალი (ნენე 86), ვეჩინო, იბარბო, საუ (პინილია 70).

მწვრთნელი: დიეგო ლოპესი.

გოლი: 1:0 ხრისტოდულოპულოსი (77).

გაფრთხილებები: ჩერუბინი 41, ხრისტოდულოპულოსი 82 - როსეტინი 15, პერიკო 45+1, ასტორი 55.

გაძევება: დესენა 90+5.

მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი.

ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 12 (5)-10 (3), კუთხური: 7-6, თამაშგარე: 4-1, სეივი: 3-4, ჯარიმა: 13-17.

 

სამპდორია-ვერონა 5:0 (3:0)

გენუა, “ლუიჯი ფერარისი” 22000

სამპდორია (4-3-3): და კოსტა, დე სილვესტრი, მუსტაფი, გასტალდელო, რეჯინი, სორიანო, პალომბო (სალამონი 80), რენანი, გაბიადინი (ედერი 62), ლოპესი, სანსონე (ბიარნასონი 71).

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი.

ვერონა (4-3-3): რაფაელი, კაჩატორე (პილუდი 69), მორასი, მაიეტა, ალბერტაცი, რომულო (რაბუსიჩი 64), დონადელი, ჰალფრედსონი, იტურბე, ტონი (კაჩა 75), იანკოვიჩი.

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი.

გოლები: 1:0 სანსონე (4), 2:0 რენანი (23), 3:0 სორიანო (38), 4:0 სორიანო (48), 5:0 პალომბო (58).

გაფრთხილებები: გასტალდელო 17, სანსონე 70 - დონადელი 28, იანკოვიჩი 36.

მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე.

ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 15 (9)-21 (7), კუთხური: 1-9, თამაშგარე: 1-2, სეივი: 7-4, ჯარიმა: 14-19.

 

უდინეზე-სასუოლო 1:0 (1:0)

უდინე, “ფრიული” 12000

უდინეზე (3-4-1-1): სკუფეტი, ორტო, დანილო, დომიცი, ვიდმერი, პინცი (ბადუ 78), ალანი, პერეირა, ბასტა, ფერნანდესი (ლაცარი 90+3), დი ნატალე (მურიელი 78).

მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.

სასუოლო (4-3-3): პეგოლო, გაცოლა, კანავარო, არიაუდო, ლონგი, ბიონდინი (სანაბრია 71), მანიანელი, მისიროლი, ფარიასი (მასუჩი 57), ძაძა, ფლორო (ფლოკარი 44).

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო.

გოლი: 1:0 დი ნატალე (26).

გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანები: დი ნატალე 36 - ფლოკარი 72.

გაფრთხილებები: ბასტა 1, პინცი 66 - გაცოლა 7, კანავარო 33, მასუჩი 74.

მსაჯი: სებასტიანო პერუცო.

ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 13 (2)-14 (1), კუთხური: 7-11, თამაშგარე: 2-0, სეივი: 1-1, ჯარიმა: 13-18.

 

ნაპოლი-ფიორენტინა 0:1 (0:0)

ნეაპოლი, “სან პაოლო” 47000

ნაპოლი (4-2-3-1): რეინა, რევეილერი, ენრიკე, ალბიოლი, გულამი, ჟორჟინიო, ინლერი, კალიეხონი, ჰამშიკი, ინსინიე (მერტენსი 75/პანდევი 85), იგუაინი (ბეჰრამი 80).

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.

ფიორენტინა (4-3-3): ნეტო, რონკალია (ვარგასი 71), როდრიგესი, სავიჩი, პასკუალი, ბაკიჩი (ილიჩიჩი 46), აკვილანი, ვალერო, ხოაკინი, გომესი (მატრი 72), კუადრადო.

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.

გოლი: 0:1 ხოაკინი (87).

გაფრთხილებები: იგუაინი 58 - როდრიგესი 49.

გაძევება: გულამი 37.

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო.

ბურთის ფლობა: 40%-60%, დარტყმა: 12 (5)-13 (4), კუთხური: 5-4, თამაშგარე: 2-4, სეივი: 3-5, ჯარიმა: 13-9.

 

კატანია-იუვენტუსი 0:1 (0:0)

კატანია, “ანჯელო მასიმინო” 14000

კატანია (3-1-4-2): ანდუხარი, ბელუსკი (ლეტო 65), გიომბერი, როლინი, პლაზილი (პერუცი 82), ისკო, რინაუდო, ლოდი, მონსონი, ბერგესიო, ბარიენტოსი (კეკო 84).

მწვრთნელი: როლანდო მარანი.

იუვენტუსი (3-1-4-2): სტორარი, კასერესი, ბონუჩი, კიელინი, პირლო, ლიხტშტაინერი, ვიდალი, პადოინი, ისლა (ასამოა 66), ოსვალდო (ლიორენტე 63), ტევესი (ჯოვინკო 87).

მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

გოლი: 0:1 ტევესი (59).

გაფრთხილებები: გიომბერი 3, ბერგესიო 7, როლინი 87 - ოსვალდო 14.

გაძევება: ბერგესიო 67.

მსაჯი: ანტონიო დამატო.

ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 8 (0)-13 (2), კუთხური: 7-6, თამაშგარე: 0-3, სეივი: 1-0, ჯარიმა: 15-20.

 

ლაციო-მილანი 1:1 (0:1)

რომი, “ოლიმპიკო” 33000

ლაციო (4-3-3): ბერიშა, კონკო, ბიავა, ნოვარეტი, რადუ, გონსალესი (მაური 87), ლედესმა, ბილია (ონაზი 79), კანდრევა, პერეა (ლულიჩი 54), კეიტა.

მწვრთნელი: ედოარდო რეია.

მილანი (4-2-3-1): ამელია, დე შილიო, რამი, მექსე, კონსტანტი, დე იონგი (ბონერა 84), ესიენი, ჰონდა (ბალოტელი 54), პოლი (მუნტარი 76), კაკა, პაცინი.

მწვრთნელი: კლარენს ზეედორფი.

გოლები: 0:1 კონკო (43, ს.კ.), 1:1 გონსალესი (61).

გაფრთხილებები: პერეა 21, ლედესმა 45+1, ლულიჩი 80 - ესიენი 58, პოლი 70.

მსაჯი: ჯანლუკა როკი.

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 14 (2)-11 (1), კუთხური: 6-3, თამაშგარე: 3-1, სეივი: 0-1, ჯარიმა: 17-13.

0.116617