ფეხბურთი

16:04 | 26.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მილანის” ლაზარეთი იცლება

 

ტურინის “იუვენტუსთან” იტალიის ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩის წინ, “მილანს” ტრავმირებული ფეხბურთელები – მარიო ბალოტელი და მატია დე შილიო დაუბრუნდებიან. ამის შესახებ აპენინური პრესა იუწყება.

მხრის ტრავმის შემდეგ, ბალოტელიმ მკურნალობა თითქმის დაასრულა. სრულ გამოჯანმრთელებასთან ახლოსაა დე შილიოც, რომელსაც ტერფი ჰქონდა დაზიანებული.

“მილანის” თავკაცი კლარენს ზეედორფი მატჩამდე მცირე ხნით ადრე გადაწყვეტს, ათამაშებს თუ არა ახლადგამოჯანმრთელებულ ფეხბურთელებს. იტალიელი ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ ბალოტელიცა და დე შილიოც სათამაშოდ მზად იქნებიან.

0.113958