ფეხბურთი

14:15 | 9.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” ტაარაბტში ხუთ მილიონს იხდის

“მილანი” ქპრ-დან ადელ ტაარაბტის შეძენას ცდილობს. აღნიშნულ ინფორმაციას  Sky Sport Italia ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის მაროკოელმა “მილანში” გასული სეზონის მეორე ნახევარი გაატარა და იტალიური კლუბის ხელმძღვანელები მისი თამაშით მოიხიბლნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მილანური კლუბი ამჯერად ტაარაბტის სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვას ცდილობს და ინგლისელებს ხუთ მილიონ ევროს სთავაზობს. 

ცნობისათვის, გასული სეზონის დასრულების შემდეგ, “მილანს” ფეხბურთელის გამოსყიდვა შეეძლო, მაგრამ ამ უფლებით არ ისარგებლა.

 

ლევან გოგოტიშვილი

0.114786