ფეხბურთი

16:05 | 12.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" სერხი რობერტოთო დაინტერესდა

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა სერხი რობერტომ, შესაძლოა მომდევნო სეზონი "მილანში" გაატაროს. ესპანური მედიის ცნობით, "როსონერის 22 წლის ფეხბურთელის არენდაზე მუშაობს და "ბლაუგრანასთან" აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს.

ესპანელის გასხვისებაზე უარი არც კატალონიელები იქნებიან. მას შემდეგ, რაც ჩავიმ კლუბში დარჩენა გადაწყვიტა და ევროპულ გრანდს ივან რაკიტიჩიც შეემატა, ძნელად სავარაუდებელი არც იქნება, რობერტოს თამაშის საშუალება მომდევნო სეზონშიც არ ექნება.

გასულ სეზონში ტატა მარტინო ახალგაზრდა ნახევარმცველს მხოლოდ 27 მატჩში მიაღებინა მონაწილეობა. რობერტო მოედანზე საშუალოდ 34 წუთს ატარებდა და თავი ვერაფრით გამოიჩინა.

თავის მხრივ, 22 წლის რობერტოსთვის "მილანი" კარგი ვარიანტიცაა. იტალიურ გრანდს ბოლო წლებია ჩავარდნა აქვს და გუნდის გაძლიერება სჭირდებათ.

გიორგი ბალახაძე

0.110695