გლაზგოს “სელტიკთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩის წინ, “მილანს” საკადრო პრობლემები შეექმნა. “როსონერის” თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ Football Italia-ს განუცხადა, რომ შოტლანდიელთა წინააღმდეგ რამდენიმე ფეხბურთელი ვერ ითამაშებს.
“სამწუხაროდ, ინიაციო აბატე, რიკარდო მონტოლივო, სტეფან ელ შაარავი და მარია დე შილიო დავკარგეთ. მიუხედავად ამისა, ვეცდებით, მატჩს საუკეთესო შემადგენლობით შევხვდეთ”, - განაცხადა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ “მილანი” “სელტიკს” ოთხშაბათს უმასპინძლებს.