შესაძლოა, მომდევნო სეზონიდან, “საუტჰემპტონის” თავკაცმა მაურისიო პოჩეტინომ “მილანი” ჩაიბაროს. აპენინური მედიის ცნობით, “როსონერის” ხელმძღვანელობა არგენტინელ სპეციალისტთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
როგორც ირკვევა, მილანელები “საუტჰემპტონის” დამრიგებელს უკვე შეხვდნენ და მასთან წინასწარ შეთანხმებასაც მიაღწიეს. დიდი ალბათობით, კლარენს ზეედორფის პოსტს სწორედ პოჩეტინო ჩაიბარებს.
ამ შემთხვევაში, “მილანს” “საუტჰემტპონისთვის” კომპენსაციის სახით 1.5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.