ფეხბურთი

14:50 | 8.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” ფერნანდოს ტრანსფერზე ამუშავდა

“მილანის” ხელმძღვანელობა “პორტუსგან” ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფერნანდო ფრანსისკო რეგესას შეძენას გეგმავს. 26 წლის ფეხბურთელს პორტუგალიურ კლუბთან კონტრაქტის ვადა ივნისში ეწურება, მაგრამ იტალიელები სეზონის დასრულებამდე დალოდებას არ აპირებენ და ტრანსფერის დეტალების მოგვარებას ზამთარშივე შეეცდებიან.

“მილანის” ვიცეპრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ ახალი წლის დღეები ბრაზილიაში გაატარა და აპენინური გამოცემების ინფორმაციით, უკვე მოლაპარაკებაც წამოიწყო. ფერნანდო ფრანსისკო რეგესას გადაბირებით “მილანის” გარდა “ინტერის”, “ნაპოლისა” და “იუვენტუსის” ხელმძღვანელობებიცაა დაინტერესებული.

პორტუგალიის მიმდინარე ჩემპიონატში ფერნანდომ 13 მატჩი ჩაატარა.

0.111012