ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “მილანის” ხელმძღვანელობა სტეფან ელ შაარავის გაყიდვას არ გამორიცხავს. იტალიური მედიის ცნობით, “როსონერი” ახლაგაზრდა ფორვარდის თაობაზე სატრანსფერო წინადადებებს უკვე განიხილავს.
ტრავმებით გატანჯულმა ელ შაარავიმ ჯანმრთელობა აღიდგინა და პრიმავერაში ითამაშა კიდეც. სეზონის დასრულებამდე, იტალიელი ფორმაში შესვლას ეცდება და არაა გამორიცხული, მსოფლიოს ჩემპიონატზეც ეროვნულ ნაკრებში გამოჩნდეს.
“მილანის” ხელმძღვანელებს ელ შაარავიში სოლიდური თანხის აღება და შემადგენლობის ახალი ფეხბურთელებით გაძლიერება სურთ.