ფეხბურთი

11:51 | 25.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” დამიაოს მიუბრუნდა

 

“მილანის” ხელმძღვანელობა 24 წლის ბრაზილიელი ფორვარდის – ლეანდრო დამიაოს ტრანსფერზე კვლავ ამუშავდა. აპენინური მედიის ცნობით, “როსონერი” “სანტოსის” თავდამსხმელის გადაბირებას მიმდინარე სატრანსფერო სეზონში გეგმავს.

“მილანი” დამიაოს შეძენას გასული წლის ზაფხულშიც ცდილობდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. გასულ წელს, ბრაზილიელი “ინტერნასიონალის” ღირსებას იცავდა და არაერთი ძლიერი კლუბის ყურადღება მიიპყრო, მაგრამ მისი ევროპაში გადაბარგება გადაიდო.

იანვარში, დამიაომ “სანტოსს” მიაშურა, მაგრამ ევროპაში გადაბარგების სურვილი არ დაუკარგავს. თავის მხრივ, “მილანი” შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და ბრაზილიელის კანდიდატურას აქტიურად განიხილავს.

0.120452