“მილანის” ხელმძღვანელობა მარიო ბალოტელის ლონდონის “არსენალში” გაშვების წინააღმდეგი არაა, მაგრამ სანაცვლოდ 10 მილიონ ევროსა და თავდამსხმელ ჟოელ კემპბელს ითხოვს. ამის შესახებ აპენინური გამოცემები იუწყებიან.
მოგეხსენებათ, ლონდონელთა დამრიგებელი არსენ ვენგერი ბალოტელის ხელში ჩაგდებას დიდი ხანია ცდილობს. ფრანგს ამის შანსი წლეულს მიეცემა, თუ კემპბელის სატრანსფერო უფლებებსა და კლუბის ბიუჯეტის 10 მილიონ ევროს შეელევა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, კემპბელი იჯარის წესით ბერძნულ “ოლიმპიაკოსში” თამაშობდა.