ფეხბურთი

15:36 | 23.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” ჩერჩის შეძენას ცდილობს

 

“მილანი” შემადგენლობის გაძლიერებას თავდამსხმელ ალესიო ჩერჩითი ცდილობს და “ტორინოს” გადახდის სხვადასხვა ვარიანტებს სთავაზობს.

La Stampa-ს ცნობით, “როსონერი” ტრანსფერის სანაცვლოდ მზადაა ტურინელებს 13 მილიონი ევრო და ნახევარმცველ ანტონიო ნოჩერინოს კონტრაქტის 50 პროცენტი შესთავაზოს.

განიხილება ვარიანტი, რომლის მიხედვითაც გარიგებაში, შესაძლოა, რიკარდო საპონარა ჩაერთოს. მაგრამ “ტორინოს” ჩერჩის ნაცვლად ნახევარმცველების კი, მისი შემცვლელი თავდამსხმელის, კერძოდ კი, მბაიე ნიანგის დამატება უნდა. კლუბებს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ჩერჩიმ სოციალური ქსელებით მადრიდის “ატლეტიკოში” გადასვლა დაანონსა, მაგრამ მეორე დღეს ეს ინფორმაცია თავადვე უარყო.

0.120266