ფეხბურთი

18:49 | 14.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” ბოიანის გამოსყიდვას ეცდება

 

სეზონის ბოლოს, იტალიური “მილანი” კატალონიის “ბარსელონასგან” ბოიან კრკიჩის სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვას ეცდება. El Mundo Deportivo-ს ცნობით, 22 წლის ფორვარდის გამოსასყიდ თანხად 15 მილიონი ევროა მითითებული, რაც “როსონერის” ეძვირება.

ხსენებული წყაროს ინფორმაციით, ბოიანის სანაცვლოდ, მილანელებმა ბარსელონელებს 5 მილიონი ევრო შესთავაზეს და ახლა, პასუხის მოლოდინში არიან. საგულისხმოა, რომ კრკიჩის გადაბირება გერმანულ “ჰამბურგსაც” სურს.

ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, ბოიანმა 19 მატჩი ჩაატარა და 3 გოლით გამოიჩინა თავი.

0.113694