ფეხბურთი

12:42 | 9.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” ალეგრის ულტიმატუმს არ უყენებს

“მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ირწმუნება, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრისთვის “კიევოსთან” გასამართი მატჩი კლუბში დარჩენის თვალსაზრისით გადამწყვეტი არ იქნება.

მილანელებს ყველა ტურნირში ერთად უკვე ხუთი თამაშია არ მოუგიათ და გაჩნდა ეჭვები იმისა, რომ ეს ყველაფერი მწვრთნელის დათხოვნას გამოიწვევდა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა მოთმინებას იჩენს და გალიანიმ Football Italia-ს განუცხადა:
“კიევოსთან” მატჩი მნიშვნელოვანია, რადგან სატურნირო ცხრილში ძალიან დაბლა ვართ, თუმცა ის არაა სიკვდილ-სიცოცხლის მნიშვნელობის. კლუბში ყველას გვსურს, რომ ალეგრისთან თანამშრომლობა სეზონის ბოლომდე გაგრძელდეს, მაგრამ მწვრთნელს შედეგების გაუმჯობესებაც მოუწევს. მიუხედავად ამისა, ალეგრის წინაშე არანაირი ულტიმატუმი არ დაგვიყენებია. თუ 0:22 დავმარცხდით, მაშინ მწვრთნელის შეცვლაზეც მოგვიწევს დაფიქრება, მაგრამ მომავალზე საუბარი არ მიყვარს”.

“მილანს” თერთმეტი ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს და სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგაზე იტალიელებს ოთხი თამაშის შემდეგ 5 ქულა აქვთ და ჯერჯერობით მე-2 საფეხურზე არიან, მაგრამ ბოლო ადგილზე მყოფ “სელტიკს” სულ რაღაც 2 ქულით უსწრებენ.

0.120157