თამაშგარე

20:18 | 17.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

მილა იოვოვიჩი ქალებს სპორტული ცხოვრებისკენ მოუწოდებს

ჰოლივუდის პოპულარული ვარკვლავი მილა იოვოვიჩი, სპორტისა და სპორტული ცხოვრებისადმი დიდი სიყვარულით გამოირჩევა და ამას ისიც ადასტურებს, რომ წლების მატება, მილას უზადო სხეულს პრაქტიკულად ვერაფერს აკლებს მაშინ, როცა ბევრი მისი კოლეგა, სმა-ჭამასაა გადაყოლილი.

გასულ კვირას, მილა იოვოვიჩმა ერთ-ერთ ამერიკულ ტელეშოუში მიიღო მონაწილეობა, სადაც ამერიკელ და არამარტო ამერიკელ ქალებს, სპორტული ცხოვრებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ თანამედროვე ქალისთვის, ვარჯიში ყოვლდღიურობის ისეთივე აუცილებელი ატრიბუტი უნდა გახდეს, როგორიც მაკიაჟია.

“ძალიან მტკივა გული, როდესაც ფორმადაკარგულ ქალბატონებს ვხედავ. არადა, მათგან ულამაზესი ქალები შეიძლება დადგნენ. უბრალოდ, ცოტა მეტი ნებისყოფა და რეჟიმში ჩაჯდომაა საჭირო. სიამოვნებით დავეხმარები ყველას, ვინც სპორტული წესით ცხოვრებას გადაწყვეტს“, – განაცხადა მილა იოვოვიჩმა.

0.155141