ინგლისური “მანჩესტერ სიტის” ტრავმირებული მცველის – მიკა რიჩარდსის აღდგენითი პროცესი დასასრულს უახლოვდება. The Telegraph-ის ცნობით, “ქალაქელები” 24 წლის ინგლისელის დაბრუნებას “ნიუკასლთან” 30 მარტს გასამართ მატჩში ელიან.
რიჩარდსმა ტრავმა ოქტომბრის ბოლოს, “სუონსისთან” მატჩში მიიღო და მას შემდეგ უქმადაა. მარტის დასაწყისში, ინგლისელმა ვარჯიშები განაახლა და წესით, თვის ბოლოსთვის მზად უნდა იყოს.
აღსანიშნავია, რომ რიჩარდსი 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზეც დაშავდა და სეზონის სტარტიც გაუცდა. საერთო ჯამში, ინგლისელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4-ჯერ ითამაშა.