თბილისის “დინამოს” აწ უკვე ყოფილი მეკარე ომარ მიგინეიშვილის კარიერას “ზესტაფონში” გააგრძელებს. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
29 წლის მეკარემ ახალ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მიგინეიშვილი კარიერის განმავლობაში, “დინამოს” გარდა, თბილისის “ლოკომოტივსა” და ქუთაისის “ტორპედოში” გამოდიოდა. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდში მას ერთხელ უთამაშია.
მიგინეიშვილი “ზესტაფონს” უკვე შეურთდა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
ფოტო fczestafoni.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მუნდიალს რო მოიგებს რაზე დაყრდნობით პროგნოზირებთ?
გაინაღდა მე-8 ოქროს ბურთი!
დეკემბერში მუნდიალსაც გამოკრავს ხელს და რათქმა უნდა მე-8 ოქროს ბურთი ულაპარაკოდ მეოსია