ფეხბურთი

18:22 | 16.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მიჩელი: “მანჩესტერის” არ გვეშინია”

ბერძნული “ოლიმპიაკოსის” მთავარი მწვრთნელი მიჩელი, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრის შემდეგ აცხადებს, რომ მისი გუნდი “მანჩესტერ იუნაიტედს” არ უფრთხის.

“ჩვენთვის, 1/8-ფინალი ნამდვილი დღესასწაულია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ისეთ ლეგენდარულ სტადიონზე ვითამაშებთ, როგორიც “ოლდ ტრაფორდია”.

“მანჩესტერ იუნაიტედი” დიდი კლუბია. ასე რომ, 2 რთული თამაში გველის. მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენი მიზანია ამ დონეს ოდესმე თავად მივაღწიოთ. შეგიძლიათ გიჟად ჩამთვალოთ, მაგრამ “მანჩესტერის” არ გვეშინია.” – ციტირებს მიჩელის სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.

0.126197