ჭადრაკი

15:19 | 17.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

მგელაძის მეორე მარცხი

ქართველი მოჭადრაკე თამაზ მგელაძე (2198), რომელიც ბულგარეთის “ოქროს ქვიშებზე” მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე თამაშობს, ზედიზედ მეორედ დამარცხდა.

მე-7 ტურში მგელაძემ თეთრი ფიგურებით ბრაზილიელ ევანდრო ამორიმ ბარბოსასთან (2471) წააგო და 4.0 ქულა შერჩა, შესაბამისად, დამატებითი მაჩვენებლებით 48-ე ადგილზე გადაინაცვლა.

მე-7 ტურში ქართველი მოჭადრაკე შავებით რუმინელ ალექსანდრუ მანეას (რუმინეთი, 2386) გაეჯიბრება.

7 ტურის თავზე ტურნირის სათავეში სომხები ტიგრან პეტროსიანი (2624) და ვლადიმირ აკოპიანი (2667) და რუსი პაველ სმირნოვი (2621) იმყოფებიან, რომელთა მონაგარიც 6.0-6.0 ქულაა. 

0.115706