ქართველი მოჭადრაკე თამაზ მგელაძე (2198) წარმატებულ ასპარეზობა განაგრძობს ბულგარეთის ქალაქ ალბენაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე. მგელაძე, რომელსაც 86-ე განთესვა გააჩნია, 5 ტურის თავზე მე-17 ადგილზე იმყოფება.
თამაზმა მე-4 ტურში შავი ფიგურებით სერბ დუშან პოპოვიჩთან (2537) წააგო, თუმცა, შემდეგ თეთრებით ბერძენი გვეორგიოს გუმასი (2391) დაამარცხა და მოწინავე ოცეულს დაუბრუნდა.
მე-6 ტურში მგელაძე შავებით ბულგარელ პეტარ დრენჩევს (2487) გაეჯიბრება.
9 ტურად მიმდინარე ალბენას ტურნირის სათავეში თურქი ბარის ესენი (2570) და უკრაინელები – ვიტალი ბერნადსკი (2541) და მარტინ კრავცივი (2587) იმყოფებიან, რომელთა აქტივში 4.5-4.5 ქულაა.