ჭადრაკი

14:09 | 15.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

მგელაძე დაუმარცხებლად თამაშს აგრელებს

ბულგარეთში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირზე კვლავაც დაუმარცხებლად ასპარეზობს თამაზ მგელაძე (2198). მე-5 ტურში ქართველი მოჭადრაკე თეთრი ფიგურებით სერბ ნიკოლა სედლაკს (2570) დაუზავდა და 4.0 ქულა მოაგროვა.

დამატებითი მაჩვენებლებით, მგელაძე მე-6 ადგილზე იმყოფება, არადა, განთესვით მხოლოდ 97-ე გახლავთ. ტურნირის ლიდერი სომეხი ტიგრან პეტროსიანია (2624) 5.0 ქულით, მას კი, 4.5-4.5 ქულით პირველი რეიტინგის მქონე ვლადიმირ აკოპიანი (სომხეთი, 2667), დრაგან სოლაკი (თურქეთი, 2627), აქსელ ბაჩმანი (პარაგვაი, 2619) და ბორის ჩატალბაშევი (ბულგარეთი, 2540) მისდევენ.

მე-6 ტურში მგელაძე შავი ფიგურებით შვედ ნილს გრანდელიუსს (2587) ეთამაშება, რომელიც 4.0 ქულით მე-11 პოზიციაზე იმყოფება.

“ოქროს ქვიშებზე” მიმდინარე საჭადრაკო ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და 18 ივნისს დასრულდება, მისი საპრიზო ფონდი კი 40 ათასი ევროა.

ამასობაში, ტურნირზე ბლიცში შეჯიბრიც გაიმართა, რომელიც აევე 9 ტურად წარიმართა და მგელაძემ 5.0 ქულით 6-ე ადგილი დაიკავა. ბლიცის ჩემპიონი ხსენებული პეტროსიანი გახდა, რომელმაც 8.0 ქულა მოაგროვა.

0.120978