გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ამავე ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად, “ბაიას” ბაზაზე საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდისა“ და საფეხბურთო კლუბ “ლაზიკას” ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და ადმინისტრაციის თანამშრომლები დალოცა. ამის შესახებ “ზუგდიდის” პრესსამსახური იუწყება.
ასევე, მეუფემ საფეხბურთო კლუბ “ბაიას” ბაზა აკურთხა. მეუფე გერასიმემ საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდს” საჩუქრად გადასცა ღმრთისმშობლის სამოსლის ასლი, ხოლო ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს, სანთლები და ხატები დაურიგა. ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატი, რომელიც მიტროპოლიტმა საფეხბურთო სფეროს თითოეულ წარმომადგენელს აჩუქა, ივერთა მონასტერში ათონელი ბერების მიერ დაიწერა.
ფოტო fczugdidi.ge